დღეს, თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება.
თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი გახსნის.
დღეს სხდომაზე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეებს, ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებს.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს, 11:00 საათზეა მოწვეული.
თბილისის საკრებულოში მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 20 მანდატი; „ძლიერი საქართველო - ლელო“ - 2, „გირჩი“ - 2, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 1 მანდატი.