jan-medi
ავერსი ART WINDOWS

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის ვაჟთან და მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის  მოედანზე დაესწრო. 

კახა კალაძემ წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერა,  თეატრალიზებულ პერფორმანსსა და გასტრონომიულ კუთხეს გაეცნო.

დედაქალაქის მერმა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და თბილისის სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა. 

„მინდა ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ადგილობრივ მცხოვრებლებს და თბილისის სტუმრებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა, უამრავი ადამიანია გამოსული. დღეს და ხვალ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში. ამინდი და განწყობა შესანიშნავია, მობრძანდით, ყველას გელოდებით.

რა შეიძლება გისურვოთ დღევანდელ მოცემულობაში? - პირველ რიგში მშვიდობა, რადგან მშვიდობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა. ასევე ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება, რათა ამ ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში მცხოვრები ადამიანები იყვნენ ბედნიერები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ორი დღის განმავლობაში, როგორც ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკსა და აბანოთუბანში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.

513