2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი 0.9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
რაც შეეხება წლიურ ზრდას, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მრავალსართულიანი სახლების (ბინების) ფასი 4.8%-ით არის გაზრდილი.
როგორია ბინების ფასი თბილისის უბნების მიხედვით
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლის სეგმენტში ბინების ფასები ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე, ხოლო ყველაზე დაბალი სამგორში იყო.
კერძოდ, მთაწმინდაზე 1 კვ.მ-ის ფასი 6 730 ლარს, ხოლო სამგორში 3 680 ლარი შეადგინა.
უფრო კონკრეტულად კი, 2026 წლის მეორე კვარტალში, თბილისის უბნების მიხედვით 1 კვ.მ ბინის ფასი ასე გამოიყურებოდა:
მთაწმინდა - 6 730 ლარი;
ვაკე - 5 914 ლარი;
კრწანისი - 4 630 ლარი;
საბურთალო - 4 307 ლარი;
დიდუბე - 4 184 ლარი;
ისანი - 4 088 ლარი;
ჩუღურეთი - 4 064 ლარი;
ნაძალადევი - 4 038 ლარი;
გლდანი - 3 867 ლარი;
სამგორი - 3 680 ლარი.