gorgia
ავერსი legi

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისში განთავსებული ელექტრო ტაბლოები შეფერხებით მუშაობს. 

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიზეზი „სილქნეტის” ოპტიკური სადენის დაზიანებაა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ კონტრაქტორი კომპანიის „სილქნეტის” ოპტიკური სადენის დაზიანების გამო, დღეს დილიდან, დედაქალაქში განთავსებული ელექტრო ტაბლოები მუშაობს შეფერხებით.

შეფერხება ფიქსირდება ასევე კომპანიის მობილურ აპლიკაციაში, რის გამოც მომხმარებლები ვერ სარგებლობენ აღნიშნული სერვისით.

„სილქნეტის” შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა ოპერატიულ რეჟიმში იმუშავა აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, დაზიანება აღმოფხვრილია და ყველა სერვისი აღდგება უმოკლეს პერიოდში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!", - ნათქვამია განცხადებაში.

89