global distribution
ავერსი გარე ავეჯი

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქების შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, მომხდარის შედეგად 1 ადამიანია დაშავებული.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

158