jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 Touch Plarform-ის ორგანიზებით, 11 აპრილს საქართველოში პირველი საერთაშორისო დიზაინ ფესტივალი – Touch RGB-ს გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის მერიის პროგრამის, „თბილისი – იუნესკო-ს მედიახელოვნების ქალაქის“ მხარდაჭერით, 11-14 აპრილს TEC-ის ისტორიულ პავილიონში OUCHHH-ის მსოფლიოში ცნობილი იმერსიული ინსტალაცია – „ადამიანის უჯრედების ატლასი“ (THE HUMAN CELL ATLAS) იქნება წარმოდგენილი.

აღნიშნული ინსტალაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა სივრცითი ფერწერის შედეგად შექმნილი ადამიანის უჯრედების ვიზუალიზაციაა.

საქართველოში პირველ საერთაშორისო დიზაინ ფესტივალს სამი ძირითადი თემა აქვს: UI/UX დიზაინი, გენერირებული დიზაინი – (კრეატივი, AI, ახალი მედიები), იმერსიული გამოცდილებები. ღონისძიება დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, სამუშაო შეხვედრებით და სხვადასხვა გართობი აქტივობით.

ფესტივალის მიზანია, აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობების განვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციაში შეუწყოს ხელი. ღონისძიებას გაუძღვებიან: MUSHO-ს დამფუძნებელი, Awwwards-ის ჟიურის პრეზიდენტი და Tekonauten-ის დამფუძნებელი, Nefflix – პროდუქტის წამყვანი დიზაინერი, Pentagram – კრეატიული დირექტორი: SJE-ის დამფუძნებელი, UX ტრენერი და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ OUCHHH სტუდიამ შექმნა, დაახლოებით, 75 საჯარო ხელოვნების პროექტი ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ტოკიო, ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, მეხიკო, სიეტლი, ჩიკაგო, მაიამი, აბუ დაბი, მილანი, პარიზი, მელბურნი, შანხაი, პეკინი, ვაშინგტონი, მონრეალი, სან პაულო, სეული, რომი, ჰონგ კონგი, ჯაკარტა, სინგაპური, ლონდონი, ბარსელონა, ბერლინი, დუბაი და ა.შ. სტუდიის ნამუშევრებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ჯილდო მიიღო.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

81