gorgia
ავერსი legi

დედაქალაქში საახალწლო სამზადისი გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში ილუმინაციებისა და დეკორაციების მოწყობა სრულდება.

ბოლო ეტაპის სამონტაჟო სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირზე და გიორგი წერეთლის ქუჩაზე შეასრულეს. ილუმინაციების მოწყობის დასკვნით სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

ასევე, სრულდება მთავარი ნაძვის ხის აწყობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე. 12 დეკემბერს ნაძვის ხესთან ერთად, მთელი ქალაქის ილუმინაციები აინთება.

თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო განათებები და კონსტრუქციები თბილისში 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყო. სამუშაო პროცესში ყოველდღიურად ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 250-ზე მეტი თანამშრომელი და 40-მდე სპეცმანქანა.

58