
მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში 2 889 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, გაყიდვები წლიურად 8.8%-იან კლებას აჩვენებს.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, დედაქალაქში ახალ პროექტებში გაყიდვები წლიურად 6.4%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ კლება ფიქსირდება როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზარზე. რაც შეეხება ძველ პროექტებს, ამ შემთხვევაში ტრანზაქციების 15.3%-იანი კლება ფიქსირდება.
„ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 11.1%-ით შემცირდა, მეორეულ ბაზარზე კი 0.2%-იანი კლება დაფიქსირდა“, - აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება ფასებს, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები შემცირდა, ფასები გაზრდილია. უფრო კონკრეტულად, წელს აგვისტოში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 198 დოლარი იყო, შარშან იმავე პერიოდში კი 1 064 დოლარი.
ინფორმაციისთვის, აგვისტოში ბაზრის ზომა 0.7%-ით, 225 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები