jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თეა გოდოლაძის მტკიცებით, არანაირი გეგმა არ არსებობს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. 
 
“მაჭავარიანის მეწყრის “გამაგრების” ქრონოლოგია! უკეთესად ვერ დავწერ! გუშინ “სტრელკაზე” დაგვიბარა კომპანიამ: კაია ტემპერატურა რო აწიეთ, ახლა საქმე ჩვენ ავიღეთ და ტონს დაუწიეთო!!! მოკლედ, არავითარი ფურცელზე დაწერილი გეგმა, კვლევა, დიზაინი, ნახაზი არ არსებობს. ვთხოვეთ გუშინ კომპანიას გვაჩვენეთ რა დათვლების საფუძველზე შედექით მეწყერს ტრაქტორებით თქო. არ არსებობს! არც გერმანელების ანგარიშია, ზუმ ქოლით დაგვარიგეს ჭკუაო”- წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.
 
შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვრის ფერდობძე, მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა მძიმეტექნიკით მიმდინარეობს. 
 
1445