jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე განმარტავს, რომ მათ მერიის მხრიდან სრული იგნორი აქვთ და მათ ზარს საკონტაქტო პირიც არ პასუხობს. 
 
საინფორმაციო სააგენტო BISINESS TIME-ის კითხვას: ქონდათ თუ არა მცდელობა დედაქალაქის მერთან კომუნიკაციის თეა გოდოლაძე პასუხობს, რომ მათი კომუნიკაცია რთული იქნება. 
 
“მერიის მხრიდან ჩვენ სრული იგნორი გვაქვს. ვინც იყო ჩვენთან საკონტაქტო პირი ისიც არ იღებს ჩვენს ყურმილს. მერი არ გვეკონტაქტება, ჯერ კიდევ ენერგეტიკის სამინისტროს დროს არ იყო კომუნიკაცია. ბატონი კალაძე ჩემთან კომუნიკაციაში არ შემოდის, მე ვერ გავხდები ფეხბურთელი და ის ვერ გახდება მეცნიერი. განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ამიტომ რთულია ჩვენი კომუნიკაცია”, - განაცხადა გოდოლაძემ.
 
რაც შეეხება პასუხისმგებლობას რომელიც დედაქალაქის მერმა საკუთარ თავზე აიღო და რამდენიმე დღის წინ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ადამიანების ევაკუაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მსგავს პასუხისმგებლობას ის ვერანაირად ვერ აიღებდა საკუთარ თავზე. რადგან საერთოდ ბუნებრივი საფრთხეების მართვის კუთხით, ასეთი პასუხისმგებლობის აღება მიუღებელია.
 
“ასეთი პასუხისმგებლობის აღება არის სისულელე, არ შეიძლება, ეს იმას ნიშნავს, რომ მეწყერის საკითხში არიან ადამიანები ვისაც ეს საკითხიც არ ესმით. არსებობს ასეთი დაუწერელი და დაწერილი კანონები, რაც მსგავს საშიშ შემთხვევაში  ბუნებრივი კატასტროფების საშოშროების შემთხვევაში, როდესაც პროგნოზს ვერ აკეთებ, უსაფრთხოების მიზნით ადამიანების განრიდებას გულისხმობს.  აქ საქმე იმაშია, რომ როცა გეუბნებიან მონიტორინგის სისტემა არის, ჩვენ კი, ვუსაბუთებთ რომ არ არის ეს მონიტორინგის სისტემა, თან ამ მონიტორინგს დაბალი პროფესიული გამოცდილების ადამიანები აწარმოებენ მსგავსი მონიტორინგი არის არაფრის მომცემი. ხომ გეუბნებით გადაადგილების გაზომვაც არ შეუძლიათ . ჩვენ ვუყურებდით იქ ვინ რისი გამკეთებელი იყო. ჩვენ რაც არ ვიცით, ვამბობთ, რომ არ ვიცით, არასოდეს არ დაგვიბრალებია ის რაც არ ვიცით. ვინც ახლა იქ მუშაობს გადაადგილების და აჩქარების გაზომვა არ შეუძლიათ. ამას რომ ზომავდნენ რაღა გვიჭირდა. აჩქარება რატო უნდა გაზომონ ის ვერ გავაგებინეთ და სისულელეებს გვეუბნებიან არგუმენტად . მათთან ბეთანიის შემთხვევაშიც გვქონდა პრობლემები და თქვენ თუ გგონიათ, რომ ბეთანია კარგი გაკეთებუია… როცა წვიმს მე იქ მეორე გზით დავდივარ, იმიტომ რომ მეშინია გავლის.იქ  საშიში ზონა არის, რომ ახვიდეთ მიხვდებით, ამას არ უნდა დიდი გეოლოგობა, დაწვენილია ხეები“, - განაცხადა გოდოლაძემ.
 
 
1969