jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული სენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე მათ სიარულს აზრი აღარ აქვს. 
 
“რა უნდა ვთქვა არ ვიცი, აზრი არ აქვს ჩვენს იქ სიარულს, გადაღებებს ვაკეთებთ დაახლოებით სამ დღეში ერთხელ. აფსოლუტურ ვაკუუმში ვართ, იქ არ გვიშვებენ. მერია არ გვიშვებს”, - განაცხადა გოდოლაძემ BUSINESS TIME-თან. 
 
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ნალექი კრიტიკულ ზღვარს არ აღწევს და საშიშროება დაბალია, თუმცა უხვი ნალექის შემთხვევაში პროგნოზირება შეუძლებელია. 
 
“ახლა რასაც ვუყურებ კრიტიკულ ზღვარს არ აღწევს ნალექი , ამიტომ ამ წუთას საშიში არ არის, თუმცა უხვი ნალექის შემთხვევაში, წარმოდგენა არ გვაქვს რა შეიძლება მოხდეს. იმიტომ რომ არ არსებობს მონიტორინგი. მერია გვეუბნება რომ არისო, ეს არ არის ის რასაც მეწყრის მონიტორინგის სისტემა ქვია. 
 
სამეცნიერო წრემ ვიცით რაც ხდება ეს არ არის კარგი ამბავი, ვნერვიულობთ.  წარმოდგენა არ აქვთ. როდესაც მონიტორინგი არ არსებობს დიაგნოზს ვერ სვამ, პროგნოზირება კი ამ დარგში ისედაც ძალიან რთულია , რეალურად ცოტა მომხდარა ასეთი. მაგრამ ახლა როცა მონიტორინგიც არ გაქვს ვამბობ ხოლმე -  “ეს გავს ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას”. არ ვიცით რა მოხდება. ფაქტია, რომ სხეული არის მზად, არავინ არ იცის ხვალ, ზეგ, ერთი კვირის ან წლის მერე, როდის რა იქნება, მაგრამ უხვი ნალექის შემთხვევაში, მაგალითად 2015 წლის წვიმა რომ მოვიდეს, რომელიც ჯამურად გაძლევთ წყალგაჯირჯვების ძალიან დიდ მაჩვენებელს, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, სხეული არის მზად წამოსასვლელად.”- განმარტა გოდოლაძემ. 
 
მისივე განმარტებით, იმ ნაპრალის ამოვსება არაფერს არ წყვეტდა. მაგრამ შექმნა პრობლემა, იმიტომ, რომ ნაპრალი იყო მაორიენტირებელი იმის თუ რა სჭირდა მეწყერს.  
 
“ამ ნაპრალების ამოვსებით, ორირნტირების საშუალებაც დაიკარგა. ამიტომ იყო აუცილებელი დარგის სპეციალისტების ჩართულობა. გადაწყვეტილების მიმღები ბენდელიანია და არ არის გეოლოგი, გადაწყვეტილების შემსრულებელი კი ვინმე ტრაპაიძე (ადგილზე მომუშავე კომპანიის ხელმძღვანელი) არ არის გეოლოგი”, - აღნიშნა თეა გოდოლაძემ.
1407