tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია

საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილი წევრების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ვაკის პარკში მემორიალური კუთხე გაიხსნა.

ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების, კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილისა და სხვათა დახვრეტიდან 100 წელი გავიდა. ამ თარიღისა და დახვრეტილი მამულიშვილებისადმი პატივის მიგების მიზნით ვაკის პარკში, სადაც ისინი დახვრიტეს, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ჩართულობით, თბილისის მერიამ მემორიალური კუთხე მოაწყო.

კუთხეში განთავსებულია საინფორმაციო დაფა, ქვაჯვარი და სასანთლე. დედაქალაქის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური კუთხე ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილ წევრთა შთამომავლები. მემორიალური კუთხე და ქვაჯვარი სასულიერო პირმა აკურთხა და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

270