jan-medi
ავერსი ART WINDOWS

სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის

ქუჩების მიმდებარედ განახლებული, სამ ჰექტრამდე პარკი გაიხსნა. პარკი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.
 348385958 952585005989867 1114677810266378376 n
 
„აი, ეს არის სიცოცხლით სავსე თბილისი, სიცოცხლით სავსე სამგორის რაიონი. მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში მცხოვრებ რიგით
მოქალაქეს ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, გავხსნათ შესანიშნავი პარკი - რეკრეაციული სივრცე, რომელიც გათვლილია ყველა თაობის ადამიანზე. ეს იქნება ადგილი, სადაც თქვენ შეძლებთ დასვენებას, გართობას, ვარჯიშს. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს - ამ პარკს ყველამ ერთად მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ, რადგან სამწუხაროდ, ხდება ვანდალიზმის ფაქტები. ეს ყველაფერი თქვენია, მეგობრებო. ამ პატარა ანგელოზების - ჩვენი შვილების, მომავალი თაობების არის, ამიტომ, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ამ ყველაფერს.“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
დედაქალაქის მერმა სამგორის მოსახლეობა ხვალისთვის სამგორობის ღონისძიებაზე მიიწვია.
 
„მინდა, ხვალ ყველანი დაგპატიჟოთ სამგორობაზე. ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე გვექნება ძალიან დიდი ღონისძიება და აბსოლუტურად ყველას, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით გელით. ერთად ვიზეიმოთ სამგორის რაიონის 50 წლისთავი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა. პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. კერძოდ, დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 524 მწვანე ნარგავი და მოეწყო სარწყავი სისტემა.

598