
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა.

მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ფერადი პანო მოწესრიგდება და განახლდება.

22 თებერვლიდან დედაქალაქში დამატებით 180 ახალი მიკროავტობუსი ივლის, - ამის შესასხებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადა.

სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის გამო უარყოფითი შედეგით დასრულდა.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს კი პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა.

თბილისში, 10 თებერვლიდან ისევ ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი იმისთვის, რომ ქალაქში დავიცვათ წესრიგი და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილსის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 8 თებერვლიდან კომენდანტის საათის ამოქმედებამდე ანუ 21:00 საათამდე იმუშავებს.

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის და თბილისში მცხოვრები მაგისტრანტებისთვის დაფინანსებას ზრდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 ათასი ოჯახიდან 1500-მდე ოჯახს დაეხმარა და ისინი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან.