jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის მხარდაჭერისა და მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული და დასაქმების მსურველი 2000-მდე ადამიანი გადაამზადა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ტრენინგ-კურსები გიდებმა, ტურ-ოპერატორებმა, განთავსების ობიექტების თანამშრომლებმა და სექტორის სხვა წარმომადგენლებმა გაიარეს. კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის განხორციელდა სხვადასხვა თემატური ტრენინგი: საოჯახო სასტუმროს მართვა; სოციალური მედიის მართვა; სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად; Digital Marketing; ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა; ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის; პირველი სამედიცინო დახმარება; საერთაშორისო სომელიეს კურსები; ენოგასტრონომიული ტურიზმის სასწავლო კურსი; საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა და მოვლა პატრონობა. ტრენინგები სრულიად უსასყიდლოდ მოეწყო და საქართველოს მასშტაბით განხორციელდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

193