jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის, გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი, მათ შორის, 191 მლნ ლარი მოხმარდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც გათვალისწინებულია ახალი 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 1 მილიარდ ლარს.

2024 წელს ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ბორჯომის, ქუთაისის, წყალტუბოს, თელავის, ბათუმის,  მესტიის, მცხეთის, ზუგდიდისა  და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური უბნების განახლების, ტურისტულად მიმზიდველი სივრცეების შექმნისა და განვითარების ღონისძიებების დაფინანსების გაგრძელება, ჯამურად 161 მლნ ლარის ოდენობით;

2024 წელს, გათვალისწინებულია მიმდინარე წელს დაწყებული გუდაურის ახალი საბაგირო გზის მშენებლობის დასრულება ჯამური 66 მლნ ლარის ღირებულებით. ასევე, 2 ახალი 2.2 კმ-იანი საბაგიროს დასრულებისთვის 2024 წელს გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი.

 

269