15 ქვეყანა, საიდანაც 2025 წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა15 ქვეყანა, საიდანაც 2025 წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5 521 866 ვიზიტს მიაღწია, ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ წელს ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 8.4%-ით მეტია.
ამასთან, ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, გასულ წელს საქართველოში 7 803 239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.
ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ტოპ-15 ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება. საიდანაც 2025 წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.
რუსეთი - 1 579 764 ვიზიტორი;
თურქეთი - 1 248 881 ვიზიტორი;
სომხეთი - 948 242 ვიზიტორი;
ისრაელი - 402 426 ვიზიტორი;
აზერბაიჯანი - 292 149 ვიზიტორი;
ყაზახეთი - 169 367 ვიზიტორი;
ბელარუსი - 150 325 ვიზიტორი;
ინდოეთი - 142 476 ვიზიტორი;
უკრაინა - 136 826 ვიზიტორი;
ჩინეთი - 127 895 ვიზიტორი;
ირანი - 120 068 ვიზიტორი;
საუდის არაბეთი - 96 340 ვიზიტორი;
გერმანია - 83 656 ვიზიტორი;
პოლონეთი - 79 722 ვიზიტორი;
უზბეკეთი - 72 913 ვიზიტორი.