jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

დუბაიში საინტერესო მოვლენები და საეტაპო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში იმართება. კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფესტივალები, რომლებითაც გაზაფხული და ზაფხულის სეზონები ტრადიციულად მდიდარია. რა ღონისძიებები არ უნდა გამოტოვონ საამიროს სტუმრებმა? - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს.

იდ ალ-ფიტრ
ეს დღესასწაული რამადანის დასასრულს აღინიშნება და წელს ის 10 აპრილიდან ერთი კვირა გრძელდება. გაფორმებული ტრადიციული ფარნებითა და მყუდრო განათებებით, ეს დღესასწაული დუბაის ყველა ქუჩაზე იგრძნობა. გარდა ამისა, ეიდ ალ-ფიტრს ყოველთვის ახლავს ფესტივალები, კონცერტები, შოუები, სასიამოვნო ფასდაკლებები შოპინგისას და დასასვენებელი აქტივობები.
დღესასწაულის აუცილებელი ატრიბუტია ფერადი ფეიერვერკების შოუები მთელ ქალაქში, რითიც შეგიძლიათ სრულიად უფასოდ ისიამოვნოთ.
დუბაის კულინარიული ფესტივალი
დუბაის ყოველწლიური გასტრონომიული ფესტივალი ქალაქის მოყვარულებს შორის დიდ ინტერესს იწვევს.
Large Chicago Meatpackers Restaurant 5
წელს ის მეთერთმეტედ ტარდება და, ჩვეულებისამებრ, თითქმის ერთი თვე გაგრძელდება: 19 აპრილიდან 12 მაისამდე.
 
ფესტივალი შესანიშნავი შესაძლებლობაა დროის მეგობრებთან ერთად გასატარებლად, გართობისა და რეგიონის გასტრონომიულ ტრადიციების გასაცნობად.
ფესტივალი ასევე იდეალური პერიოდია რესტორნებში სასიარულოდ: 28 აპრილიდან 7 მაისამდე ტრადიციული რესტორნის კვირეული ეწყობა, რომლის დროსაც შეგიძლიათ ფიქსირებული ტარიფით - 125 დირჰემად ისადილოთ ან 250 დირჰემად ივახშმოთ - ამ შეთავაზებას ქალაქის უამრავი რესტორანი გთავაზობთ, მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებულებიც.
ასევე აღსანიშნავია pop-up პროექტი „კერძი 10 დირჰემად": რაც გაძლევთ შესაძლებლობას ძალიან კონკურენტულ ფასად საუკეთესო შეფ-მზარეულების საინტერესო პოზიციები დააგემოვნოთ.  ამ კერძებში აუცილებლად იქნება არანჩინი ტრატორიიდან, ხრაშუნა
დოლმადები Philotimos-ისგან და მზარეულ Alvin Leung-ის საფირმო ტოსტები Demon Duck-ის კრევეტებით.
25-დან 27 აპრილამდე ფესტივალის ფარგლებში პირველად გაიმართება ღონისძიება.
Gault&Millau "კულინარიული ინოვატორები", რომელშიც 12 გამოჩენილი შეფ-მზარეული იქნება წარმოდგენილი. მათ შორის, გრეგუარ ბერგერი (Ossiano), ჰიმანშუ საინი (Trèsind Studio), ჰისაო უედა და ტაკაში ნამეკატა (TakaHisa), ჯეისონ ათერტონი (Row on 45), კელვინ ჩუნგი (Jun’s), მოჰამად და ვასიმ ორფალი (Orfali Bros. Bistro), რობერტო ტორე (L’Atelier Robuchon) და სხვა.
World Art Dubai
2-დან 5 მაისამდე, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი World Art Dubai-ს - ერთ-ერთ ყველაზე დიდ და რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვნების ბაზრობას უმასპინძლებს, სადაც 300-ზე მეტი გალერეა და ნიჭიერი მხატვრები წარმოადგენენ  ნამუშევრებს.  ღონისძიება  10000-მდე ვიზიტორს მოიზიდავს.  ხელოვნების ბაზრობა უზრუნველყოფილი იქნება მდიდარი პროგრამით, რომელშიც შედის მასტერკლასები, სპექტაკლები და საგანმანათლებლო ლექციები.
 DAN8690 
დუბაის საზაფხულო სიურპრიზები Dubai Summer Surprises
28 ივნისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით ქალაქის სტუმრები და მკვიდრები მოუთმენლად ელიან ზაფხულის ნათელ ფესტივალს, დახუნძლულს ფასდაკლებებით, ლატარიებითა და ღირებული პრიზებით.
ეს დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა სარფიანი გარიგებების მოყვარულებისთვის.  სპეციალური შეთავაზებები არა მხოლოდ მაღაზიებზე, ასევე სასტუმროებსა და კულტურულ ღონისძიებებზეც ვრცელდება.
ცოცხალი წარმოდგენები და ფერადი შოუები ფესტივალის თითოეულ მონაწილეს   ელოდება. ამასთანავე,  უამრავი  სასტუმრო  განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს სტუმრებს. 
Kids Go Free პროგრამის ფარგლებში, 12 წლამდე ბავშვებისთვის განთავსება, კვება და გართობა უფასოა. აქციაში შემდეგი სასტუმროები მონაწილეობენ: NH Collection Dubai The Palm, Paramount Hotel Dubai, Rove Dubai Marina, Address Downtown, Kempinski Hotel Mall of the Emirates და სხვები.  ადრეული ჯავშნით იდეალურ საოჯახო დასვენებას მიიღებთ  და დარწმუნდებით, რომ დუბაი ზაფხულის არდადეგებისთვის იდეალური ლოკაციაა.
დუბაის კიბერსპორტისაა და თამაშების ფესტივალი
მათ, ვინც კომპიუტერული თამაშებითაა გატაცებული, ეს ღონისძიება აუცილებლად უნდა ჩაინიშნონ კალენდარში.
დუბაის კიბერსპორტისა და თამაშების ფესტივალი წელს 19 აპრილიდან 5 მაისამდე გაიმართება. მთელი დუბაი ერთ დიდ სათამაშო მოედნად გადაიქცევა: მთელი ქალაქის მასშტაბით გაიმართება ღონისძიებები, ტურნირები, ასევე ლექციები, სემინარები და კოსფლეის კონკურსი. ფესტივალზე შეგეძლებათ შეამოწმოთ თამაშების უახლესი გამოშვებები, განაახლოთ თქვენი სათამაშო მოწყობილობები და დატესტოთ ახალი თამაშები, ასევე, პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალი Play Beyond-ზე პროფესიონალი გეიმერების კონკურენციას.
Large DET Burj Khalifa New Year 1
ეიდ ალ-ადჰა
Eid al-Adha ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არდადეგებია ისლამურ კალენდარში: ეს აღნიშნავს ჰაჯის - მექაში ყოველწლიური პილიგრიმობის სეზონის დასრულებას.   განსაკუთრებული დროა დუბაიში ვიზიტორებისა და მაცხოვრებლებისთვის ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად. მთელ ქალაქში იმართება ფესტივალები და მუსიკალური წარმოდგენები, საოჯახო გასართობი ცენტრები და სავაჭრო მოლები გასაოცარ ფასდაკლებებს და განსაკუთრებული პირობებს სთავაზობენ სტუმრებს.  შესანიშნავი პერიოდია ადგილობრივი კერძებისა და პროდუქტების დასაგემოვნებლად. როგორიცაა, მაგალითად, უზი - დაბალ ცეცხლზე მოხარშული ცხვრის ან თხის ხორცის წვნიანი, ბრინჯითა და კედრის კაკლით.  ამ დღესასწაულის დროს შეგიძლიათ გაეცნოთ ისლამის ტრადიციებს, შეუერთდეთ შეიხ მუჰამედის სახელობის კულტურული ურთიერთგაგების ცენტრის ექსპერტების რეგულარულ ტურებს ჯუმეირას მეჩეთში, რომელიც ღიაა არამუსლიმი სტუმრებისთვის. დღესასწაულის თარიღი მთვარის ციკლზეა დამოკიდებული და 17 ივნისს დაიწყება.
Rixos The Palm 2
 
200