jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსების მქონე პირებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიციირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

პროექტით ზუსტდება, რომ შეღავათები შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება. პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან ათი კალენდარული წლის განმავლობაში.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები დავით სონღულაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ირმა ზავრადაშვილი, გელა სამხარაული, ანტონ ობოლაშვილი და ბეჟან წაქაძე არიან. კანონპროექტის ამოქმედების ვადად 2025 წლის პირველი ივლისი განისაზღვრება.

659