jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია


პროექტი - წარმოადგენს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთ-ერთ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულის სტატუსი ენიჭება გამორჩეული დანიშნულების ადგილების მქონე ლოკაციებს; მიმართულებას, სადაც სანიმუშოდ ვითარდება სოფლის ტურიზმი, გააჩნია აღიარებული კულტურული და ბუნებრივი რესურსები და ამასთანავე აქტიურად და ეფექტიანად ხდება ადგილობრივი საზოგადოების ძირითად ღირებულებებზე და ცხოვრების წესზე დაფუძნებული ინტერესების და საჭიროებების უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ მესტია შერჩეულ იქნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილის აპლიკაციას შორის, რაც უდიდეს მიღწევას წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში, „Best Tourism Villages by UNWTO“-ის გამარჯვებული ლოკაცია ხდება სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით წამყვანი დანიშნულების ადგილების გლობალური ქსელის ნაწილი, რაც მის წევრებს შორის საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობას იძლევა.

511