jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
2022 წლის ექვს თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 1.14 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჩამონათვალში პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. რუსეთის მოქალაქეებმა წელს საქართველოში $219 მლნ დოლარი დახარჯეს, მეორე ადგილზე კი ბელარუსია, რომლებმაც 122.6 მლნ დოლარი დახარჯეს.
 
2022 წლის იანვარიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტურისტული შემოსავალი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
 
რუსეთი - $219 მილიონი, 247,149 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $885
ბელარუსი - $123 მილიონი, 41,955 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $2,922
ევროკავშირი* - $121 მილიონი, 97,496 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,240
თურქეთი - $109 მილიონი, 262,137 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $415
უკრაინა - $108 მილიონი, 70,903 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,523
ისრაელი - $105 მილიონი, 84,577 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,237
სომხეთი - $43 მილიონი, 195,770 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $218
აზერბაიჯანი - $39 მილიონი, 66,398 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $592
საუდის არაბეთი - $38 მილიონი, 29,763 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,277
ირანი - $31 მილიონი, 37,229 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $838
მთლიანობაში, საქართველოში 2022 წლის პირველ ნახევარში 1.43 მლნი ვიზიტორი იმყოფებოდა.
684