jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.

მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12-ჯერ მოემსახურება.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, ხოლო 15 ივლისიდან – ოფიციალური ვებგვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით.

Georgian Wings-ის წარმომადგენელის განცხადებით ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ მიმართულებად ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა აქცენტი და მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სულ რაღაც 55 წუთიანი ფრენის ხანგრძლივობით ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა.

565