
ჯასტინ ტიმბერლეიკის თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტს 20 000-ზე მეტი უცხოელი ტურისტი ესწრება - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ „დინამო არენაზე“ მედიასთან განაცხადა.
როგორც რუხაძე ამბობს, ტურისტების ასეთი რაოდენობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს კულტურული ღონისძიებების ეკონომიკურ პოტენციალს.
მისი თქმით, შოუს, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ იმართება, დაახლოებით 55 ათასი ადამიანი დაესწრება, აქედან კონცერტზე დასასწრებად ქვეყანაში 20 000-ზე მეტი ტურისტია ჩამოსული და ღონისძიების ორგანიზებაში 2000-მდე ადგილობრივია ჩართული.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰქონდეს რეგიონული კულტურული ჰაბისა და კულტურის დედაქალაქის როლი“, - დასძინა რუხაძემ.
კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე რუხაძეარენაზე შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან ჯანელიძესთან ერთად იმყოფებოდა.
დღეს, 23 ივლისს, საქართველოში სახელმწიფო პროგრამის Starring Georgia-ს ფარგლებში, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი იმართება.
ბილეთის ფასები კი ასეთი იყო:
- Tier 2 - ₾ 125-₾220;
- Tier 1 - ₾ 250-₾500;
- Star Ring - ₾ 350;
- Orbit - ₾ 500;
- VIP - ₾ 1 400.