
„გალთ ენდ თაგარტის“ შეფასებით, მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 370 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.
„ჩვენი შეფასებით, 2025 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.7%-ით გაიზარდა და 370 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+1.2% წ/წ), ჩვენი შეფასებით. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, რაც წლიურად 7.3%-იანი ზრდაა.