jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ოთხი საბაგირო - გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო დროებით, მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის მიზნით ჩაირთვება. როგორც ბმ.გე-ის მთის კურორტების მართვის კომპანიაში უთხრეს, საბაგიროები იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, 12:00-დან 15:00 საათამდე, საგზაო მოძრაობის აღდგენამდე, ხოლო დღეს ეს რეჟიმში 16:00 საათამდე გახანგრძლივდება.
 
„უამინდობის გამო, გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
 
ვითვალისწინებთ ყაზბეგსა და გუდაურში მყოფი ადამიანების საჭიროებებს და მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის მიზნით, ჩაირთვება საბაგიროები - გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო.
 
ოთხივე საბაგირო უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას ყაზბეგიდან გუდაურის და საპირისპირო მიმართულებით", - აცხადებენ მთის კურორტების მართვის კომპანიაში.
 
მათივე განმარტებით, საბაგიროებზე ამსვლელები გაკონტროლდებიან და მოთხილამურეები არ დაიშვებიან.
1599