gorgia
ავერსი legi

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5%-ით მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.0%-ით განისაზღვრა და 140.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა – ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36.4%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია თურქეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 12.2% და 34.2%-ით და, შესაბამისად, 120.1 და 45.3 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე შემცირებულია ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები წლიურად 13.4%-ით 98.9 მლნ აშშ დოლარამდე.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები – 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 12.3%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

67