
მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოს 1.6 მლნ ტურისტი ეწვია, რაც წლიურად 7%-იანი ზრდაა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.
„2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს 1.6 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც წლიურად 7%-იანი ზრდაა. მათ შორის ტურისტების რაოდენობამ 1.3 მლნ (+10.7% წ/წ) შეადგინა, ხოლო ერთდღიანმა ვიზიტორებმა 0.3 მლნ (-5.4% წ/წ).
ვიზიტორების ზრდა ძირითადად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირიდან, სომხეთიდან და აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა, მათ შორის, ინდოეთიდან, ისრაელიდან და ჩინეთიდან.
ამასთან, ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა თურქეთიდან, ყაზახეთიდან და ირანიდან. ევროკავშირიდან მზარდი ნაკადები თბილისიდან ევროპის მიმართულებით გაზრდილ ავიამიმოსვლას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ მე-2 კვარტალში ვიზიტორების ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა ისრაელ-ირანს შორის ივნისის ომის გავლენით, ისრაელიდან ვიზიტორთა ზრდის შენელებისა და ირანიდან შემცირებული ვიზიტების მიუხედავად.
ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2.8მლნ შეადგინა (+4.6% წ/წ), საიდანაც ტურისტების რაოდენობა 2.3 მლნ (+6.9% წ/წ), ხოლო ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა 0.5მლნ (+4.2% წ/წ) იყო“, - აღნიშნულია კვლევაში.