
2024 წელს საქართველოში ჩამოსულმა ევროპელმა ტურისტებმა ჯამურად დაახლოებით 740 მილიონი დოლარი დახარჯეს, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში მათ მიერ გაწეული ხარჯები უკვე 435 მილიონ დოლარს გადააჭარბა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებში ვკითხულობთ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზით, 2025 წლის ბოლოს ევროპელი ვიზიტორების დანახარჯმა შესაძლოა პირველად გადააჭარბოს 1 მილიარდ დოლარს.
რამდენს ხარჯავს ერთი ევროპელი ტურისტი?
საშუალო ხარჯი 2024 წელს: 943 აშშ დოლარი
საშუალო ხარჯი 2025 წლის I ნახევარში: 965 აშშ დოლარი
ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა: 6.3–6.7 დღე
ტოპ ხარჯვითი ქვეყნები:
ქვეყანა საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტორზე ჯამური ხარჯი (2024)
🇫🇷 საფრანგეთი $1,428 $60 მლნ
🇬🇧 ბრიტანეთი $1,333 $44 მლნ
🇮🇹 იტალია $1,314 $46 მლნ
🇩🇪 გერმანია $1,295 $101 მლნ
🇵🇱 პოლონეთი $865 $97 მლნ
ტურისტები ყველაზე მეტს ხარჯავენ განთავსებაზე, კვებაზე, ღვინის ტურებზე და სუვენირებზე.