jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი 5.9%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, სექტემბერში 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით შემცირდა.

სექტემბერში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 168 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 268 ლარი იყო. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი სექტემბერში 495 ლარი იყო. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 780 ლარი შეადგინა, თბილისში - 623 ლარი, კახეთში - 514, ხოლო აჭარაში - 460.

შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.

380