jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე კიდევ ერთი უზბეკური ავიაკომპანია CENTRUM AIR-ი იწყებს ოპერირებას. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს ავიაკომპანია 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, 13 მაისიდან, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.

საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს დღეისათვის Uzbekistan Airlines-ი ასრულებს. ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით კვირაში სამჯერ დაფრინავს.

454