jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
The Guardian-მა საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა.
 
„2021 წლის ჩემი სამოგზაურო ოცნება: მკითხველთა ტოპ 12 მიმართულება“, - ამ სათაურით პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი 12 ტურისტულ მიმართულებას ასახელებს, სადაც 2021 წელს Guardian-ის მკითხველი მოგზაურობას ისურვებდა. სტატიაში მოხსენიებულ ტოპ-12 მიმართულებას შორისაა საქართველო.
 
„მსურს საქართველოში კვლავ ვიმოგზაურო, სადაც კვლავ აღტაცებული დავრჩები ყაზბეგის რეგიონის მონახულებით. იქაურ ბილიკებზე, სადაც სულიერი არ შეგხვდება, მინდა, სიარულით დავიღალო და შემდეგ აივნიდან ყაზბეგის მთის კალთებს გავხედო“, - წერს მოგზაური ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი. მისივე თქმით, აივანს მხოლოდ ქართული კერძების დაგემოვნებისთვის დატოვებდა. ამასთან, ჰამელსი წერს, რომ აივანი, რომელიც მან დატოვა და სურს ისევ დაბრუნდეს, არის Rooms Hotel-ის აივანი.
 
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, სტატიაში ნახსენებია საქართველოს მეზობელი ქვეყანა აზერბაიჯანიც. ასევე, 12 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელებულია უკრაინა, ინგლისი, შოტლანდია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მავრიტანია და ფარერის კუნძულები.
1685