jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის, – ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან აბუ დაბი – ქუთაისი – აბუ დაბის მიმართულებით დაამატებს კვირაში ორ სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში ცხრა სიხშირით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ Wizz Air Abu Dhabi-ის გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში. 

327