tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Wizz Air-თან მიაღწია შეთანხმებას – ავიაკომპანია ბერლინისა და ათენის რეისის მგზავრებს, ვინც რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეგისტრაციაზე დააგვიანებს, გადაუცვლის ბილეთს ნებისმიერი მიმართულებით ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
„გზებზე შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისად, ბერლინის და ათენის რეისის მგზავრებმა შესაძლოა, ვერ მოასწრონ აეროპორტში რეგისტრაციაზე დროულად გამოცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ავიაკომპანია Wizz Air-თან მიაღწია შეთანხმებას. გამონაკლისის სახით, ავიაკომპანია ყველა მგზავრს, ვინც აღნიშნული მიზეზის გამო დააგვიანებს გადაუცვლის ბილეთს ნებისმიერი მიმართულებით ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ, იმ მიმართულებებით სადაც გამოიძებნება თავისუფალი ბილეთები.
ძალიან გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდთან ერთად შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, იმისთვის, რომ მგზავრთა ინტერესები იქნას გათვალისწინებული და აღნიშნული მდგომარეობიდან გამოიძებნოს საუკეთესო გამოსავალი“,- აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციაში.
499