jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია (World of Statistics) სოციალურ ქსელ X-ზე ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატისტიკას, რომელიც ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად უსაფრთხო ქვეყნებს ეხება.

სტატისტიკის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

World of Statics-ის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მეოთხე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას.

ამასთან, როგორც Numbeo.com-ს საიტზეა აღნიშნული, მათი გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული.

167