სამშენებლო–დეველოპერულურმა კომპანიამ "არქი" უკრაინის დასახმარებლად ჯამურად 150 000 ლარი გამოყო და თბილისის მერიის ინიციატივასაც შეუერთდა.
უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე დააკავეს 10 მამაკაცი, რომელიც უკრაინის დატოვებას ცდილობდა, მათ შორის არიან სსრკ-ს სახალხო არტისტის, სოფია როტარუს შვილი და შვილიშვილი, ამის შესახებ საკუთარ ტელეგრამ-არხზე ინფორმაციას გამოცემა Strana.ua ავრცელებს.
„მაკდონალდსი“ რუსეთში საქმიანობას აჩერებს და ყველა რესტორანს დროებით ხურავს. კომპანია რუსეთში 850 რესტორანს ფლობს.
უცროული მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ კონგრესის ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთის ფედერაციისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების აკრძალვისა და რუსეთის ფედერაციასთან და მინსკთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ.
TikTok-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს - სოციალურმა ქსელმა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, შენდობის წესი აღასრულა.