რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყებას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა და აქციების ფასის რეკორდული ვარდნა მოჰყვა. ქვეყნის მთავარი Moex-ის ინდექსი დღეს 29%-ით დაეცა. შემცირებულია ყველა მსხვილი კომპანიის აქციების ფასი. Bloomberg-ის მონაცემებით, მთლიანობაში საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციამ 250 მილიარდი დოლარით იკლო, რაც რუსული საფონდო ბაზრის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს.
გასული წლის ბოლოს მიღებული "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე 1-ელ მარტამდე "აკრძალულ" და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზები უნდა შეიქმნას.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს "მკაცრი ეკონომიკური" სანქციები დაუწესა, რითაც პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონში ჯარების განლაგების ბრძანების გაცემას უპასუხა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2022 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Swirl Wine Group” განახორციელებს.
კომპანია „ევროვაგონკა„ 2015 წელს დაარსდა, დაარსების დღიდან, როგორც კომპანიაში ამბობენ, ოპერირება ქართულ ბაზარზე როგორც ხის მასალების იმპორტიორებმა დაიწყეს.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრის რისკის ფონზე, ათამდე ავიაკომპანიამ უკრაინის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით “ნამახვანჰესის” ინვესტორ კომპანია ENKA-სთან სახელმწიფოს საკმაოდ რთული და კომპლექსური ურთიერთობა აქვს.
საკოორდინაციო საბჭო ქორწილების და ქელეხების გამართვაზე დაწესებული რეგულაციის შემსუბუქებაზე იმსჯელებს
საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 22 თებერვალს, ქორწილების და ქელეხების გამართვაზე დაწესებული რეგულაციის შემსუბუქებაზე იმსჯელებს.
კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში საწვავის ბაზარი ფასდება როგორც კონკურენტული. ამავე ანგარიშით სააგენტო ნავთობკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფასის ზრდა/კლების წინასწარი დაანონსებისგან.