

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური სერვისების გლობალური მომწოდებელი ავიაკომპანია "იზი ჩარტერი" შემოუერთდა. კომპანია 2015 წლიდან სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების ავიაგადაზიდვებს რეგულარულად ახორციელებს.

Pace ჯგუფი ფოთში ახალ ნავმისადგომს ააშენებს, რომელიც ძირითადად ნაყარ ტვირთებზე იქნება გათვლილი, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პირველად „საქმიანი დილის“ ეთერში ჯგუფში შემავალი კომპანია "ტრანსფორდის" აღმასრულებელმა დირექტრომა ვასილ მაზიაშვილმა გააცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან – 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 122 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, 70 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

„დეზერტირების ბაზრის“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას „თბილისი მოლმა“ მიმართა.

„თიბისისთან“ პარტნიორობით, Forbes საქართველო წელსაც შეარჩევს „ფორბსის“ 30-წლამდელთა სიას - დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„თიბისი“ „მარტვილის მარანთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „თიბისიში“ აღნიშნავენ, „ოჯალეში“, „ორბელური ოჯალეში“, „ციცქა“, „ცოლიკაური“, „კრახუნა,“ „ალადასტური“, „კუნძა“, „კახური მწვანე“ ის ჯიშებია, რომლებისგანაც „მარტვილის მარანში“ 12 სახეობის ღვინოს ამზადებენ. წარმოებული ღვინის 80% ექსპორტზე გადის, დანარჩენი - ადგილობრივ ბაზარზე.

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი 42 000 კგ კარტოფილის შემოწმების შედეგად პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.