
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, ქართული ღვინის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე აღნიშნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ზრდის.

საქართველოს ბანკს, EBRD-სა და Grand Mall Batumi-ს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შედეგად ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება.

სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს, გაიყიდა.

ღვინის ხარისხის კონტროლისთვის ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანია – ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ, სადაც უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა დაათვალიერეს, მიმდინარე სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

თბილისში „ბოთლიყლაპია აპარატები“ 3 თვეში გამოჩნდება. პროექტის ავტორია USB კაბელების დამამზადებელი კომპანია "ტენე“.

მალე ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მადნეული-ფოლადაურის მადნიან ზონაში, ოქროს ახალი საბადოს შესწავლას დაიწყებენ, სადაც შემდეგ შესაძლოა ნედლეულიც მოიპოვონ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლების და პოტენციალის შესახებ ისაუბრა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვასთან დაკავშირებით, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო წარმოებებისა და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრა და მიღწეული შედეგები შეაჯამა.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართვის საფუძველზე, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი განახორციელა და შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნა.