კვირას, 18 ივნისს, ვაკის პარკში (შუმბალენდის ტერიტორიაზე) გელოდებათ გრანდიოზული საბავშვო ფესტივალი, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" ჯპს-დან აცნობეს.
"სააფთიაქო ქსელი - GPC Pharmacy და Pharmadepot ∙ ფარმადეპო Kids Lab • ქიდს ლაბი - ს მეგობარი კომპანიები არიან და ერთობლივად ვემზადებით ყველაზე მასშტაბურ საბავშვო დღესასწაულისთვის. სტუმრებს დახვდებათ არაჩვეულებრივი გარემო, გართობა, საჩუქრების ცვენა და ბევრი მხიარულება"- განმარტავენ კომპანიაში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დასწრება უფასოა, სტუმრებს დახვდებათ 50%-იანი ფასდაკლება ყველა ატრაქციონზე, ასევე ფასდაკლებები წარმოდგენილ ბრენდებზე , წარმოუდგენელი შოუ-პროგრამა, უამრავი გმირი, ბევრი აქტივობა , საჩუქრები, დაუვიწყარი დღე ყველა ასაკისთვის.
(რ)
„ჩემთან შეთანხმებული არ იყო. არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც გლობალური მაკდონალდსი აკეთებს", - ამბობს თემურ ჭყონია.
ქალაქ ფოთში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის განვლილი აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ეხლაც მიმდინარე, დაუსრულებელ ამბავს რომელიც უკვე გაცდა მაკდონალდსის თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს - წერს სოფო ჭყონია.
ქალაქ ფოთში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის განვლილი აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
თიბისი და Glovo, პარტნიორობის ფარგლებში, Tbilisi Open Air-ზე მისულ ადამიანებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიან.
"ბაზისბანკი", როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას.
2023 წლის პირველ კვარტალში Silknet-ის შემოსავალი წლიურად 19%-ით 125.4 მლნ ლარამდე გაიზარდა.
როგორც Galt & taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, ზრდა განპირობებული იყო კომპანიის მიერ პროდუქტებზე ფასების ზრდითა და განახლებული პაკეტების შეთავაზებით.
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში, მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის (WRO) რეგიონული ფინალი გაიმართა.
საქართველოში გამართული ოლიმპიადის მიზანია, ჩვენს ქვეყანაში, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების პრინციპების დანერგვას, ისეთი დისციპლინების განვითარებას, როგორიცაა: პროგრამირება, რობოტიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, მათემატიკა და სხვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
წლევანდელ ოლიმპიადაში, საქართველოს რვა სხვადასხვა რეგიონიდან, 41 გუნდი, სულ 123 ბავშვი და მოზარდი იღებდა მონაწილეობას. ფინალში 3 გამარჯვებული გუნდი, სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდები საქართველოს სახელით, 2023 წლის ნოემბერში, პანამაში გამართულ WRO-ს საერთაშორისო ფინალზე გაემგზავრებიან.
მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა გამოწვევებით სავსე, შემეცნებითი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც 75 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს მსოფლიოს 85 ქვეყნიდან. WRO 2004 წლიდან ტარდება და ემსახურება ახალგაზრდების STEM (S-მეცნიერება, T-ტექნოლოგია, E-ინჟინერია, M-მათემატიკა) საგნებით დაინტერესების გაზრდას და მათ შთაგონებას გახდნენ მომავალი ინოვატორები.
რობოტების ოლიმპიადა, რომლის თითოეული აქტივობა რობოტექნიკის შეჯიბრებებს გულისხმობს, მოიცავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ზოგადი განათლების სხვადასხვა სფეროს. კონკურსის შემოქმედებითი დავალებები ახალგაზრდებს ეხმარება მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებაში, უვითარებს მათ დამოუკიდებელ, შემოქმედებით, გამომგონებლურ, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას.
საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან: WRO Georgia, Edutus University, Ug-Limes რობოტექნიკის აკადემია.
გენერალური სპონსორები არიან თიბისი და საქართველოს უნივერსიტეტი.
თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
(რ)