
რაჭის რეგიონში რთველი აქტიურად მიმდინარეობს. 13 ოქტომბრის მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 800 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 900-მდე მევენახემ ჩააბარა და მიღებულმა შემოსავალმა 5,5 მლნ ლარს მიაღწია.

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ რუსეთის მაღაზიებში ქართული წარმოების "კოკა-კოლა" იყიდება.

ბიზნესმენი თემურ ჭყონიას განაცხადებით, ბიზნესმა უნდა გადაამზადოს კადრები, საჭიროების შემთხვევაში უცხოეთში, რადგან, ღირსეულ ანაზღაურებასთან ერთად, სწორედ ესაა კადრების შენარჩუნების გზა.

2022 წლის სექტემბერში ხაჭაპურის ინდექსმა ზრდის ტენდენცია განაგრძო და 6.30 ლარს მიაღწია, - არნიშნულის შესახებ მაჩვენებელს ISET აქვეყნებს.

თბილისს „მაკდონალდს საქართველოს“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი შეემატა, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა და ასობით ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.
საქართველოში პირველად დამზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კლასიკური ღვინოები, რომელთა ინდივიდუალური ხასიათი მაქსიმალურად იქნება გამოვლენილი საკუთარ კულტურულ საფუარზე დაყენების გზით. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, იანვარ-სექტემბრის პერიოდში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, რომელიც 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ავიაკომპანია Wizz Air ცვლის ფრენების განრიგს და ქუთაისის ნაცვლად, ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაგრძობს.

ისრაელში წარმატებული ვიზიტის შემდეგ, დღეს საქართველოს მონტენეგროს საჯარო ადმინისტრაციის მინისტრი მარაშ დუკაჯი ეწვევა.

ფოთში, ახალი სასტუმრო „Cloud7 ფოთი” 2023 წელს გაიხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5.5 მილიონი ლარია, რაც ფოთში არსებული სასტუმრო "ანკორის” გარდაქმნა/რეაბილიტაცია ითვალისწინებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება.