
რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსავლების 100 მილიარდი დოლარით გაზრდას ელოდება. ამის მიზეზად მოსკოვში ნავთობის ექსპორტის და გაზის გაძვირებას უკავშირებენ.

პირველი მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 1 907, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციითა და 2022 წლის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებზე უარის თქმამ შესაძლოა, მათი მხრიდან ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გამოიწვიოს, რომ მალე დაასრულოს ომი.

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის თქმით, მზად არიან მიაწოდონ სამხედრო აღჭურვილობა მოკავშირე ქვეყნებს ლათინო ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში, ასევე, მოსკოვი ღიაა უცხოელი მებრძოლების მომზადებისთვის. ამ თემაზე მან "არმია-2022"-ის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.

შარშან გვქონდა რეკორდული, 107 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი. წელსაც ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას თითქმის ყველა პრიორიტეტულ ბაზარზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე ივლისსა და აგვისტოში დააკლეს ფასებს 10-10 თეთრით, იმპორტიორები შეგვპირდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ფარმადეპო“–ს მომხმარებლებისთვის მობილური აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს.

პრემიერ–მინისტრის თქმით, სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაგრძელდება ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენება.