
ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გამო, 14 დღის განმავლობაში Wizz Air-ის ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება. აღნიშნულის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ „საქმიანი დილის“ რუბრიკაში - „საუბრები ავიაციაზე“ განაცხადა.

კომპანია „გუგლმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ინჟინერი, რომელმაც თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას აქვს გრძნობები. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფონზე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასი ეცემა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გერმანიში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ქვეყანა მიგრანტებისთვის სამუშაოს დაწყების რეგულაციების გამარტივებას განიხილავს.ამის შესახებ ინფორმაციას Schengenvisa News ავრცელებს.

2023 წლიდან საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა SpaceX-ის ბაზრებთან წვდომის რეგიონალურ დირექტორთან ბენ მაკ უილიამსთან შეხვედრისას განაცხადა.

უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას დღეს თურქეთში მოაწერენ ხელს, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

კომპანია „მაკდონალდს საქართველომ“ თბილისში, კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. ახალი, ეკომეგობრული რესტორანი, რომელიც თიბისის და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გაიხსნა, მომხმარებლებს კახეთის გზატკეცილზე დღეიდან მასპინძლობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ამერიკული კომპანიის „Georgian House of Greater Washington” წარმომადგენლებმა და ქართული ღვინის მწარმოებლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგის სტრატეგიის საკითხები განიხილეს, – ამისშესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

პირველი სექტემბრიდან სასესხო რეგულაცია მკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის ბრძანების თანახმად, დეპოზიტით უზრუნველყოფა მსესხებლის ჯამურ ვალდებულებაში აღარ გაითვალისწინება.

საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთიდან 705 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია.