სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში ამერიკის მთავრობის წვლილიც - $8.6 მილიონიანი ინვესტიციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული თანამშრომლების სახით იქნება.
დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო პირველი ნოემბრიდან განაცხადების მიღებას და განხილვას იწყებს.
„კახეთსა და რაჭაში რთველი, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ლეჩხუმში. რამდენიმე დღეში პროცესი მთლიანად დასრულდება. ჩვენი მთავარი დაპირება იყო, რომ რთველი ჩატარდებოდა ორგანიზებულად, ყველა მევენახე სრულად ჩააბარებდა ყურძენს და მიიღებდა შემოსავალს. ეს დაპირება შესრულებულია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა,
2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა.
თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამა იწყება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააჟღერა.
"ზუგდიდი მოლი" 29 ოქტომბერს გაიხსნება. როგორც პროექტის კონცეფციაზე მომუშავე Cushman & Wakefield Georgia-ში განუცხადეს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 26 მლნ ლარს შეადგენს.
ილონ მასკმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
2022 წლის იანვარი-სექტემბრის მდგომარეობით, ბათუმში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით გაიზარდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7723 ლარი ეღირება, ევრო – 2.7329 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1405 ლარი.