
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუდაპეშტში სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესში რუსეთიც უნდა იყოს ჩართული. ამის შესახებ პიტერ სიარტომ "ელ პაისთან" ინტერვიუში ისაუბრა.
„სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასტუმრო ამოქმედდა, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMS საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ბულგარეთმა გადაწყვიტა, რომ გაზს შეერთებული შტატებიდან მიიღებს. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი შვეიცარიული ბანკის მხრიდან თანხების გადარიცხვაში შეფერხების გარდა, ივანიშვილისთვის შექმნილ „რამდენიმე სხვა საეჭვო ფაქტთან“ დაკავშირებით საუბრობს.

ფინური კომპანია „ნურმინენ ლოჯისტიკი“ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთებს საქართველოს გავლით გაიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარე ეთნო ღვინის მუზეუმში “Ortsmuseum Hongg”, ექვსი თვის განმავლობაში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ქართული ღვინის კულტურასთან და ისტორიასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, არტეფაქტებსა და სხვა საინფორმაციო-საილუსტრაციო მასალას გაეცნოს.

რუსეთის პრეზიდენტი 9 მაისის წინ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და ამჟამად ოკუპირებულ არაღიარებულ ე.წ. სახელმწიფოებს გამარჯვების დღეს ულოცავს და გადაწერილი ისტორიის შესახებ ლექციების კითხვას განაგრძობს. მილოცვაში ნახსენებია უკრაინაც. პუტინი საუბრობს ნაციზმის დაუშვებლობაზეც.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პოლიციამ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღის აღსანიშნავად მიძღვნილ ღონისძიებებზე, ომის მემორიალურ ადგილებში რუსეთისა და უკრაინის დროშების გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია BBC ავრცელებს.

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ხუთი დასახლებული პუნქტი რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს.